კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს პირველ სამეულშია. ამასთან, სიკვდილიანობის მაჩვცენებელი, სამწუხაროდ, იზრდება. სპეცვიალისტები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინაციის სწრაფი ტემპია საჭირო, რათა სურათი შეიცვალოს.
ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია და ეს მონაცემები ჯერ კიდევ იზრდება.
ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვაქცინაცია ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზაა. ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობის 60% მაინც იყოს აცრილი. ამ ეტაპზე კი, ვაქცინის ორივე დოზა ჯერ, დაახლოებით, 10%-ს აქვს გაკეთებული.