მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმირ პუტინი: „ვინ არიან ეს ლტოლვილები, იქნებ მათში ბოევიკები ურევია?''

ვლადიმირ პუტინი: „ვინ არიან ეს ლტოლვილები, იქნებ მათში ბოევიკები ურევია?”

Published on

რუსეთის პრეზიდენტის   თქმით, ავღანეთში არსებული ვითარება პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კვირას, პარტია „ერთიანი რუსეთის” წევრების წინაშე გამოსვლისას, გააკრიტიკა დასავლეთის წინადადება ლტოლვილების, რომლებმაც თალიბანის რეჟიმს დააღწიეს თავი, ავღანეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიღების შესახებ, სანამ ისინი აშშ-სა და ევროპაში მიიღებენ ვიზებს. რუსეთის პრეზიდენტმა ამ იდეას “დამამცირებელი” და “რუსეთის უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველი” უწოდა.

“ჩვენ არ გვსურს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილთა სახით ჩვენთან გაჩნდნენ “ბოევიკები”, რომ ჩვენთან თუნდაც რამეში განმეორდეს ის, რაც 90-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში იყო”, – განაცხადა პუტინმა და დაიჩივლა ცენტრალური აზიის ქვეყნების სიახლოვეს და გახსნილ საზღვრებთან დაკავშირებით. “და რა საზღვარია ეს?“ – დასძინა პუტინმა, „ათას კილომეტრიანი. დაჯდები რაზეც გინდა, თუნდაც ვირზე, და წახვალ სტეპით”.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან ათობით ათასი ავღანელი, საკუთარი სიცოცხლის გამო შიშით, ცდილობს ქვეყნის დატოვებას, და არ სჯერა “ამნისტიის” შესახებ თალიბების დაპირებების, რომლებმაც ხელისუფლება დაიპყრეს ავღანეთში, და იმის, რომ ისინი არ გაუსწორდებიან თავიანთ ოპონენტებს. რიგი რეგიონებიდან უკვე მოდის ცნობები, თუ როგორ გაუსწორდნენ თალიბები ყოფილ სამხედროებსა და პოლიციელებს, თუმცა, ამჟამინდელ ვითარებაში ყველა მათგანის სათანადოდ შემოწმება, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სიმართლეს, შეუძლებელია.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავისი მზადყოფნა განაცხადა ავღანელი ლტოლვილების მიღების შესახებ.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...