მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მიმართა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმად წოდებული არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი – “2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას არა ბიძინა ივანიშვილს” – ამბობს დეკანოიძე.

ვაპირებთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შემოვხაზოთ ყველა, „ქართული ოცნების“ გარდა, შემოვხაზოთ პროგრესი, მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი – უარი ვუთხრათ სიღატაკეს და გაჭირვებას და რა თქმა უნდა, იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც დღეს არის საქართველოში ეპიდსიტუაციის გამო. დიახ, დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ეს 74 ადამიანი გარდაიცვალა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო, როდესაც დააგვიანეს ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის პროპაგანდა – ამბობს დეკანოიძე

მისი თქმით, ქუთაისი იმსახურებს მერს, რომელიც არ იქნება პარტიული დავალებების შემსრულებელი და პირველ რიგში ქუთაისისა და ქუთაისელების ინტერესებს მოემსახურება.

“ქუთაისი იმსახურებს პროგრესს და ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაამცირა ქუთაისი ქართულმა ოცნებამ, როდესაც მთავარი ადმინისტრაციული ფუნქცია წაართვა” – მიმართა დეკანოიძემ ქუთაისელებს.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...