სალომე ზურაბიშვილი ,,ტვიტერზე” საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის ფაქტს ეხმიანება და მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც ჰუმანიტარულ მისიაში წვლილი შეიტანა.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ბრუნდებიან.
ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ. მადლობელი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. ჯერ კიდევ შემაშფოთებელი ვითარებით, სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
საქართველოს 16 მოქალაქე დღეს ავღანეთიდან ინგლისური ბორტით გამოიყვანეს. ისინი სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.