მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში მორიგი სკანდალი აგორდა - ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მაღალჩინოსანი...

სოხუმში მორიგი სკანდალი აგორდა – ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მაღალჩინოსანი დააყაჩაღეს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში  მორიგი სკანდალი აგორდა – ე.წ.  მინისტრთა კაბინეტის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის ლაშა ცაავას ოჯახი დააყაჩაღეს.  
 
აფხაზეთის დე-ფაქტო გენპროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, 2 ივლისს, საღამოს დაახლოებიტ 23 საათსა და 30 წუთზე ოთხი ნიღბიანი და ავტომატითა და პისტოლეტებით შეიარაღებული პირი, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დაუდგემელია,  შეიჭრა სოხუმში, ძიძარიას ქუჩაძე მდებარე ცაავების სახლში და იარაღის მუქარით გაიტანა დიდძალი ოქროულობა და 75 ათასი რუსული რუბლი, აკმ მარკის ავტომატი ,,კალაშნიკოვი ‘’ და ეზოში მდგარი ავტომანქანით, რომელიც ასევე ლაშა ცაავას  კუთვნილებაა,  გაუჩინარდა შემთხვევის ადგილიდან . 
საქმე აღძრულია აფხაზეთის ე.წ.  სისხლის სამართლის კოდექსის 159 – ე მუხლის მეოთხე ნაწილის ბ პუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღურ თავდასხმას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების დაუფლების მიზნით.
 
 აფხაზეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე კრიმინალური  მდგომარეობითა და კლანურ- მაფიოზური ჯგუფების თარეშით აღშფოთებული ოპოზიციისა და საზოგადოების მძლავრი საპროტესტო განწყობის ფონზე კრიმინალის ეს მორიგი გამოხდომა კარგს არაფერს უქადის აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელსაც ,,ამცახარამ'' საზოგადოების სახელით უკვე წაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ უახლოეს ათ დღეში ვითარება არ შეიცვალა, ხალხს ქუჩაში გაიყვანს მისი გადადგომის მოთხოვნით.
ფაქტი რეზონანსულია იმ თვალსაზრისით, რომ თავდასხმა ხდება ხელისუფლების მაღალჩინოსანზე, რაც მიუთითებს ხაჯიმბას მმართველობის უსუსურობასა და უუნარობაზე  დაიცვას არათუ მოსახლეობა, საკუთარი თავიც კი. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...