მთავარისიახლეებირეგიონებისოფელში ასფალტი ისე დააგეს, რომ მოსახლეობა სახლში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს

სოფელში ასფალტი ისე დააგეს, რომ მოსახლეობა სახლში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს

Published on

ლიანდაგებზე დაგებული ასფალტის ამბავი მიწყნარდა, მაგრამ  ამჯერად სხვა ,,სიურპრიზი'' შემოგვთავაზეს –  გურიაში, გზის ბახვი-ასკანის მონაკვეთზე ასფალტი ისე დააგეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სახლებში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს.
 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  აღიარებენ, რომ გზის დაგების დროს შეცდომებია დაშვებული, მაგრამ აცხადებენ, რომ სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობის პრობლემას გაითვალისწინებენ.
 
,,გურია ნიუსის'' ცნობით, 7 კილომეტრ-ნახევრიანი გზის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და ის 3 მილიონ 680 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”არქეოპოლისი” აწარმოებს, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით ჩატარდა.
 
რა პროექტი იყო ისეთი, რომ მოახლეობას სახლის კარი გადაუკეტა?
 
ამას დამატებული – სოფელ ასკანის მოსახლეობა ჩივის, რომ საგზაო სამუშაოების დროს სახლებს ბზარები გაუჩნდა. კომპანიის თანამშრომლებმა კი მოსახლეობას სანიაღვრე არხები შერჩევით გაუკეთეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომა გურიაში ერთი მოგვარებული პრობლემა ახალ თავსატეხად ექცათ. 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...