მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

Published on

6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

სიახლეები

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია. ამის...

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.  ტრაგედია მაშინ...

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...

პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან

14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...