მთავარისიახლეებიმსოფლიორომის პაპი: „ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს...

რომის პაპი: „ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან

Published on

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, – აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთმანეთზე ზრუნვის გზაა.

„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. ვლოცულობ ღვთის წინაშე, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ქვიშის პატარა მარცვლით, საკუთარი სიყვარულის მცირე ჟესტით”, – აცხადებს პაპი.

ცნობისათვის, რომის პაპი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის მარტში აიცრა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...