მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს''- გიორგი გახარია .

,,არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს”- გიორგი გახარია .

Published on

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “დისკომფორტი არ აქვს” თუ მას, ან მისი პარტიის წევრებს უთვალთვალებს სახელმწიფო. მისი თქმით, პრობლემა არა ეს, არამედ, სახელმწიფო რესურსის ხარჯვაა.

“არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ. ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მითვალთვალონ, მე არ მაქვს პრობლემა“,-აღნიშნავს გახარია”, – თქვა გახარიამ.

დღეს, 17 აგვისტოს, გახარიას პარტიის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან.

ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი.

 

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...