მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მაოხრებელი გზირის სინდრომი'' - რა ბედი ელის ელიავას ბაზრობის ტერიტორიას?

,,მაოხრებელი გზირის სინდრომი” – რა ბედი ელის ელიავას ბაზრობის ტერიტორიას?

Published on

 2 ივლისს, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და, პირველ რიგში, თავად მოვაჭრეებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ხანძარი ელიავას ბაზრობაზე განზრახ არის გაჩენილი და ეს ფანტომასივით გაუჩინარებული ოლიგარქის ან მასთან დაახლოებული პირების ინტერესების სფეროში შეიძლება შედიოდეს.  მოვაჭრეთა ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ მეხანძრეებმა  არაეფექტურად იმუშავეს და ცეცხლის გავრცელების საშუალება მისცეს.  
 
თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახანძრო ეკიპაჟებმა დააგვიანეს, საკმარისი რაოდენობით წყალი არ ჰქონდათ და ხანძარს შეგნებულად არ აქრობდნენ. თუმცა ეჭვები ეჭვებად რჩება, რადგან, მოვაჭრეთა განცხადებით, მათ ერთი თვის წინ გააცნეს გეგმა, რომლის თნახმადაც მათ სხვა ტერიტორიაზე უნდა გადაინაცვლონ, აქ კი მერიას სხვა გეგმები აქვს.
 
ამ გეგმებზე საუბარია მედიაში ხანძრამდე  გაცილებით ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში იმის შესახებ,  რომ ,,თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ფიქრობს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიას ახალ გენერალურ გეგმაში სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭოს და ბაზრობამ ქალაქის სხვა, განაპირა ნაწილებში, გადაინაცვლოს. 
 
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციას კი სულ სხვა გეგმები აქვს. ისინი აპირებენ განახორციელონ 100 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტი, რომელიც, მათი განმარტებით, ბაზრობას რამდენიმედონიან შენობაში მოაქცევს. გენერალური გეგმის პროექტი განსახილველად დედაქალაქის საკრებულოშია გაგზავნილი და თუკი საკრებულო მას დაამტკიცებს, მომდევნო ხუთ წელიწადში ამ ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის "ელიავა მოლი" უნდა აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ელიავას მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჩივის.'' ( რადიო ,,თავისუფლება"').
 
წუხანდელმა  ხანძარმა გაანადგურა დაახლოებით 2300 კვადრატული მეტრი ტერიტორია.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...