მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: ,,მოველი, რომ ევროპარლამენტარები ძალიან მწვავედ შეაფასებენ „ქართული ოცნების'' ერთპარტიულ კონსტიტუციას

სალომე სამადაშვილი: ,,მოველი, რომ ევროპარლამენტარები ძალიან მწვავედ შეაფასებენ „ქართული ოცნების” ერთპარტიულ კონსტიტუციას

Published on

ევროპარლამენტარები, ალბათ, ძალიან მწვავე შეფასებებს გააკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს, –  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს მოლოდინებზე, რომელიც უკავშირდება  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობას სტრასბურგში, სადაც  ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 
 
„იქმნება საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის კომიტეტი, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადრე იყო ერთიანი კომიტეტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ფარავდა. ეს არის კომიტეტის პირველი საზეიმო სხდომა. რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც ვენეციის კომიტეტის დასკვნა დაიდო კონსტიტუციის პროექტზე, ევროპარლამენტი გააქტიურდება ამ საკითხზე, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვენეციის კომისიის დასკვნა. შესაბამისად, მე მოველი, რომ ევროპარლამენტარები, ალბათ, ძალიან მწვავე შეფასებებს გააკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს და კონსტიტუციის გარშემო არანაირი ნაბიჯები არ გადაიდგა პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად“
 
დელეგაციას  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის   შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია.
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...