მთავარისიახლეებიმსოფლიო31 მგზავრი დაშავდა გერმანიაში მომხდარი ავარიის დროს, კიდევ 17 დაკარგული მგზავრი...

31 მგზავრი დაშავდა გერმანიაში მომხდარი ავარიის დროს, კიდევ 17 დაკარგული მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

Published on

31  მგზავრი დაშავდა გერმანიაში, ბავარიის მხარეში მომხდარი ავარიის დროს, კიდევ  17  ადამიანის ბედი გაურკვეველია.  
 
ავარია დღეს დილით მოხდა. ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით,  ტურისტულ ავტობუსში 48 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა გერმანიის მოქალაქეა. 
ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობს. მათ უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოებში ყველა  დაშავებული, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
 
ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებსაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ  ყველა დაღუპულია.
,,რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ვინმე ძალიან შეშინებულიყო და შოკურ მდგომარეობაში გაცლოდა იქაურობას, მაგრამ ამის სულ უფრო მცირე იმედი რჩება. ალბათ მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ რეალობას  და ვაღიაროთ,  რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა“ – ამბობს იგი 
 
 
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...