მთავარისიახლეებისამართალიმოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას საკრებულოსგან კანონდარღვევით მიღებული ქონება ხახვივით შერჩა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას საკრებულოსგან კანონდარღვევით მიღებული ქონება ხახვივით შერჩა

Published on

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა. -ინფორმაციასამისშსახებ,,ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს.
 
 თბილისის საკრებულოს ოპოზიცია, დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ქონება და ფულადი თანხა გადასცა. 
საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა და მხარეები საქმის არსებითი განხილვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობა დააყენა საქმის შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობის საფუძველი საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა იყო, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. 
 
საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მათ ხელიდან არავითარი ვადა არ ჰქონდათ გაშვებული, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა, მათ თავდაპირველად საკრებულოშივე უნდა მოეთხოვათ და საკრებულოში შესაბამისი პროცედურების ამოწურვის შემდეგ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის.
 
"ჩვენდა გასაკვირად მოსამართლე ბუაჩიძემ შეწყვიტა საქმე იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი. არ ჩაგვბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში", – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ.
 
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის შეწყვეტით მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება შეასრულა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...