მთავარისიახლეებისაზოგადოებასად იყო დავით ნარმანია, როცა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მძვინვარებდა?

სად იყო დავით ნარმანია, როცა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მძვინვარებდა?

Published on

სად იყო დავით ნარმანია, როცა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მძვინვარებდა? – ეს კითხვა არაერთხელ დაისვა წუხელაც, როცა საქართველოს მოსახლეობა სატელევიზიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს  მოვლენების განვითარებას, და დღესაც,  როცა ხანძარი ჩაქრობილია დადგება მომხდარის განსჯის დრო.  ეთერში ჩანდა ვიცე-მერი, მაგრამ თავად მერი არგამოჩენილა, მას არც რაიმე კომენტარი გაუკეთებია. 
 
დღეს დავით ნარმანიამ   პასუხი გასცა ამ  კითხვას. მისი თქმით, მერის მოადგილეები და გამგებელი იმყოფებოდნენ ადგილზე, ხოლო ის გარკვეული საკითხების კოორდინაციას შტაბიდან ახორციელებდა: ,,არ ვიმყოფებოდი ადგილზე, ვინაიდან ადგილზე გარკვეული ქაოტური ვითარება იყო და ადგილიდან პროცესების მართვა შეუძლებელი იქნებოდა.'' – განაცხადა მან.  
 
დედაქალაქის მერი   აცხადებს, რომ ახლა, სანამ დადგენილი არ არის  ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზები, ვინმეზე  პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
 
„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – განაცხადა მან. 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...