მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტია ევროპულმა საქართველომ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

პარტია ევროპულმა საქართველომ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

Published on

პარტია ევროპულმა საქართველომ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კანდიდატები ხონსა და თერჯოლაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები არიან.

“აქედან 2 მერობის კანდიდატი — ხონში ზურაბ ჯიბუხაია და თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძე ევროპული საქართველოს წარდგენილი კანდიდატები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები. ამასთან ერთად, ჩვენ, ბუნებრივია, წარვადგენთ კანდიდატებს იქაც, სადაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომ რამდენიმე კანდიდატი ყოფილიყო”, — თქვა ბოკერიამ.

მერობის კანდიდატები არიან:

  • გორი — ეთერ ჯალაღონია;
  • ახალციხე — ზურაბ სადათიერაშვილი;
  • ახალქალაქი — არსენ კარაპეტიანი;
  • მარნეული — ახმედ იმამკულიევი;
  • სამტრედია — ჟუჯუაბა ფოფხაძე;
  • კასპი — კაკი(კახა) გეჯაძე;
  • ამბროლაური — მაია კაციტაძე;
  • თეთრიწყარო — ნინო დავითაშვილი;
  • თერჯოლა — ზურაბ ბუცხრიკიძე;
  • ხონი — ზურაბ ჯიბუხაია.

გიგა ბოკერიას განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველო მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...