მთავარისიახლეებიმსოფლიოაფრიკული სიცხე ათენში - ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუსია

აფრიკული სიცხე ათენში – ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუსია

Published on

საბერძნეთში გაუსაძლისი სიცხეა. ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონში 40 გრადუსს გადააჭარბა. უჩვეულოდ ცხელა ათენში, სადაც 44 გრადუსი ფიქსირდება.
 
სინოპტიკოსები რამდენიმე დღეა პროგნოზირებდნენ, რომ საჰარის უდაბნოდან საბერძნეთისა და საერთო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებისკენ მოემართება ცხელი ჰაერის მასები, რომელთაც შესაძლოა ცენტრალურ ევროპამდე, რუსეთის საზღვრებამდეც კი მიღწიონ. 
 
ისინი პარალელს ავლებენ 2007 წლის სიცხეებთან, რომელიც უპრეცედენტო იყოს ბოლო ათწლეულებში. 
 
საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს დღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
 
სიცხის გამო, დედაქალაქის დასუფთავების სამსახურმა 10-დღიანი გაფიცვა შეწყვიტა და ქუჩების ნაგვისგან გაწმენდა დაიწყო.
 
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა საბერძნეთის მთელს ტერიტორიაზე მომდევნო კვრასაცაა მოსალოდნელი და ხელისუფლებას ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებენ. 
 

 

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...