მთავარისიახლეებისაზოგადოება„ეკლესიაზე მიდგმული აუზი კარგია?”- სოციალურ ქსელში ურეკის სასტუმრო ,,ელეგანტისა'' და ეკლესიის უშუალო...

„ეკლესიაზე მიდგმული აუზი კარგია?”- სოციალურ ქსელში ურეკის სასტუმრო ,,ელეგანტისა” და ეკლესიის უშუალო სიახლოვეს აკრიტიკებენ

Published on

საინფორმაციო  ანალიტიკური პორტალი „კვირა“ აქვეყნებს სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის  კვალდაკვალ მოამზადა. 
 
,,ოთხსართულიანი სასტუმრო „ელეგანტის“ გვერდით გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს, სადაც მამა მირიანი (მერაბ ფირცხალაიშვილი) 2008 წლის 26 ივლისიდან ღვთისმსახურებას აღავლენს. იქვეა საცურაო აუზიც, სადაც დამსვენებლები, საცურაო კოსტიუმებში, საღმრთო ლიტურგიის პარალელურად, მზეს ეფიცხებიან და ირუჯებიან. ილოცე, გაირუჯე და დაისვენე ერთ სივრცეში“ – ამ სახის სერვისს სთავაზობს ურეკის სასტუმრო  დამსვენებელს.- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უკიდურესად ნეგატიური რეაქცია მოყვა:  
 
„ეკლესიაში შარვლით არ უშვებენ ხალხს და აქ საცურაო კოსტიუმით კურთხეულია? მართლა, მოძღვრიდან კურთხევა ავიღოთ თუ ეგეც მომსახურების ფასში შედის?“
„ეკლესიაზე მიდგმული აუზი კარგია?”
„შეგიძლია პირდაპირ „ბასეინიდან“ ილოცო! ქვეყანა კი არა ფსიქიატრიულია!“, – წერენ მომხმარებლები ფეისბუქის გვერდზე.
 
,,,კვირის'' პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რედაქცია  ამ ფაქტთან დაკავშირებით  .მამა მირიან (მერაბ ფირცხალაიშვილს) დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, სასტუმროს გვერდით ეკლესიის მშენებლობისა და ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარების კურთხევა გურიის მხარეში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებ – გივი, გიორგი კიკვაძემ გასცა.   
 
მამა მირიანს სასტუმროსა და ეკლესიის ასეთი გეომეტრიული განთავსება უხერხულობას არ უქმნის. უფრო მეტიც, სასულიერო პირი ამბობს, რომ ეკლესია, სადაც იგი წირავს, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და იქ უხერხულობა არ იგრძნობა.
„ეკლესია ამ სასტუმროს მეპატრონემ ააშენა. სასტუმრო ოზურგეთელებს – გაბრიელ ჩხარტიშვილსა და ჯუმბერ ქარცივაძეს ეკუთვნით. ეკლესიაც ჯუმბერ ქარცივაძემ ააშენა. ტაძარში წირვა-ლოცვის დროს ჩაცმულები დადიან. ნახევრად შიშველი სხეულით ადამიანები ტაძარში არ შემოდიან. თუმცა აქ ეს არ წარმოადგენს უხერხულობას. ეს ურეკია, ზღვაა და საცურაო კოსტიუმით შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს დამსვენებელი. ისე, თბილისშიც დადიან ნახევრად შიშვლები. ტაძარში საცურაო კოსტიუმით არავინ შემოდის. მე პირადად ეს მომენტი უხერხულობას არ მიქმნის. როგორც სასულიერო პირი კი, ვიტყვი, რომ არათუ ურეკში, თბილისშიც ჩაცმული უნდა დადიოდეს ადამიანი ეკლესიაში. ეკლესიას გალავანი აკრავს, ცალკე შესასვლელი კარი აქვს, სასტუმროს კი – სხვა კარი და შესასვლელი. ჩემთვის რატომ უნდა იყოს უხერხული?! უხერხულობა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს მამა მირიანი „კვირასთან“ საუბრისას
.
„კვირა“ სასტუმრო „ელეგანტის“ დამფუძნებლებითაც დაინტერესდა. სასტუმრო „ელეგანტი“ ოჯახური ბიზნესია და 2007 წლიდან დამსვენებლებს იღებს. როგორც სასტუმროს მეპატრონის შვილმა გიორგი ქარცივაძემ აღნიშნა, სასტუმრო მისმა მამამ ჯუმბერ ქარცივაძემ ააშენა და მფლობელიც ის არის. რაც შეეხება საცურაო აუზისა და ტაძრის გვერდიგვერდ განთავსებას, ქარცივაძეების ოჯახი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
 
„ეს სასტუმრო არის ქარცივაძეების და ჩხარტიშვილების კუთვნილება. მამაჩემმა – ჯუმბერ ქარცივაძემ ააშენა, ტაძარი კი 2008 წლიდან მოქმედებს. ეკლესიას გალავანი აკრავს და სასტუმროსგან განცალკევებით დგას. მეუფისგან ნებართვა გვქონდა აღებული, აბა, ეკლესიას ისე ვინ აგაშენებინებს?! ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. აქ რომ რაიმე სახის პრობლემა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მეუფე კურთხევასაც არ მოგვცემდა“, – ამბობს გიორგი ქარცივაძე.
 
„კვირა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ურეკის წარმომადგენელს დავით რობაქიძესაც ესაუბრა. რობაქიძე ამბობს, რომ იგი გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მხოლოდ ორჯერ არის ნამყოფი.
„ჩემთვის უხერხულია, მაგ ეკლესიაში შესვლა. მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. ეკლესია წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს აშენდა, ნებართვაც წინა ხელისუფლებამ გასცა. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის“, – აცხადებს დავით რობაქიძე.
 
ცნობისათვის, სასტუმრო „ელეგანტში“ ერთი ღამე დაახლოებით 100 ლარი ღირს. 40-ადგილიანი სასტუმრო დამსვენებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.- წერს ,,კვირა''.
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...