მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ზაფხულს - ,,ქართული ოცნება'' კარგად აცნობიერებს, რომ...

,,ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ზაფხულს – ,,ქართული ოცნება” კარგად აცნობიერებს, რომ თავისუფალი არჩევნებით განწირულია”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური პარალელს ავლებს შევარდნაძის მმართველობის დასასრულსა და ივანიშვილის ხელისუფლების გარდუვალი კრახის დასაწყისს შორის. 
,,ყველაფერი გვაგონებს 2003 წლის ზაფხულს; შევარდნაძის მთავრობის არაადეკვატურობას და რამდენიმე თვეში განცდილ ფიასკოს.- წერს იგი სოციალურ ქსელში – ივანიშვილი-კალაძის კრიმინალური ჯგუფიც, შევარდნაძის მსგავსად, ნებისმიერი გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
თავისუფალი არჩევნებით მათი ბედი გადაწყვეტილია და ამას ოცნება კარგად აცნობიერებს.
კრიმინალების და მოღალატეების ჯგუფი თვლის, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელია კოდექსის მანიპულაციებით და კონსტიტუციის შებღალვით.
კრიმინალების და მოღალატეების ჯგუფი იმედოვნებს, რომ
შეძლებენ ხალხის გაძევებას ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან.
ახლა არსებით მნიშვნელობას იძენს ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მწყობრი ზეწოლა, რაც სახეზეა ვენეციის კომისიის და ევროპარლამენტის აქტიური პოზიციით.
ასევე უდიდესი მნიშვნელობა ექნება აშშ პოზიციას, რომელიც დიდი ალბათობით გამჟღავნდება ვიცე პრეზიდენტ პენსის ვიზიტისას.
… და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის მზადყოფნა და სიმტკიცე, – არ დაუთმოს ქვეყანა კორუმპირებულ კრიმინალებს.
ნუ შეგვაშინებს სიტყვა რევოლუცია, რომლის გარდუვალობა არა მოქალაქეების, არამედ ოლიგარქის რეჟიმის მიერ იქნება ინსპირირებული.
და თუკი კრიმინალური ბანდის არჩევანი ქართული სახელმწიფოს განადგურება და ხალხის ძარცვაა, ჩვენ მათ ვერ შევეკვრებით ზავით, რადგან ჩვენც გვაქვს ჩვენი არჩევანი:
საქართველო უპირველეს ყოვლისა!'' – აცხადებს ნუგზარ წიკლაური 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....