ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას/აცრას, პასუხები ასეთია :მოსახლეობის 47% კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35% – აიცრებოდა.
პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- 35% – დიახ, ავიცრებოდი
- 47% – არა, არ ავიცრებოდი
- 7% – უკვე ავიცერი
- 11% – არ ვიცი
დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით კი გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 2021 წლის 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი, რესპონდენტები მარტივი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საშუალო ცდომილებაა +/- 1.3%