ზაფხულის დადგომასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ . ცაიშის მოსახლეობა შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ადგილობრივები, რომლებმაც აღნიშნული პრობლემის გაშუქება გვთხოვეს, საუბრობენ, რომ მათ ზაფხულის დადგომასთან ერთად საფრთხე ექმნებათ, როგორც ისინი აცხადებენ, მათ სიახლოვეს განთავსებულია ნაგავსაყრელი, ზაფხულში მომრავლებულია სხვადასხვა დაავადებების გადამტანი მწერები, არის გაუსაძლისი სუნი, ანტისანიტარია, მომრავლებულია უპატრონო ძაღლები, რომლებიც ანადგურებენ შინაურ ფრინველებსა თუ ცხოველებს, მათი თქმით ძაღლები და მწერები საფრთხეს უქმნის პატარა ბავშვებს. ცაიშის ნაგვასაყრელზე არსებული ანტისანიტარიის შესახებ საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დააყენა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გოდერძი კუკავას თქმით მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია და აუცილებელია პრობლემის მოგვარება. ტელეკომპანია „ოდიში“ დაინტერესდა ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობით, ჩვენ ვცადეთ ნაგავსაყრელში შესვლა ,თუმცა ამის უფლება არ მოგვეცა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო საფრთხის შემცველი და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ შესვლა ეკრძალება ყველას თუმცა, ჩვენმა კამერამ დააფიქსირა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ყოველგვარი სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მომუშავე ადამიანები.მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შეწამვლითი პროცესები და მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს.ნაგავსაყრელი ფაქტიურად ორ სოფელს ცაიშსა და დიდინეძს ესაზღვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია და ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები დროულად უნდა მიიღოს.
სოფელ ცაიშის მოსახლეობა ნაგავსაყრელზე არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს
სიახლეები
პოლიტიკა
აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა
აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...
სიახლეები
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...
სიახლეები
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...
სიახლეები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....