მთავარისიახლეებიმსოფლიოადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ ფიქრობს, რომ შეიძლება ამით სხვა მოკლას...

ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ ფიქრობს, რომ შეიძლება ამით სხვა მოკლას – რუსი მიტროპოლიტი

Published on

,,აუცრელ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს სხვებს გადასდებენ და ამით მათი სიკვდილის მიზეზი გახდებიან, ამ ცოდვის გამოსყიდვა სიცოცხლის ბოლომდე მოუწევთ” – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ , მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა.Россия 24-ის ეთერში.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ ხშირად ხვდება ადამიანებს, რომლებიც არ აიცრნენ და შემდეგ ნანობენ, ჰყვებიან, რომ უნებურად სხვათა სიკვდილის მიზეზად იქცნენ.

“ისინი მოდიან და ამბობენ, ახლა როგორ ვიცხოვრო? მე კი მიჭირს თქმა, როგორ უნდა იცხოვრო ამით. მთელი ცხოვრება მოუწევთ ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვა”. – თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მიტროპოლიტის განმარტებით, ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, არ ფიქრობს სხვებზე. მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდ გადააქვს, არ ნიშნავს, რომ გადამდები არ არის.

“თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაკისრია არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ჩვენს ახლობლებზე, არამედ ყველაზე ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს”. – თქვა სასულიერო პირმა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსისგან 799 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსის 6 512 859 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 167 241 ადამიანი.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...