მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.

2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.„მოგეხსენებათ, ახლახან დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა მასწავლებელთა ფართო საზოგადოებამ მიიღო. ახლა დავიწყებთ გრიფირების პროცესს. ეს ჩვენთან, სამწუხაროდ, ჩქარ რეჟიმშია, თუმცა ეს დაპირებაც მივეცი მასწავლებლებს, რომ სანამ სახელმძღვანელოები მათთან მოხვდება, მანამ საშუალება ექნებათ, ნახონ და ცვლილებები შეიტანონ მასში. მე პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ვინც მივა სკოლაში, მათ დახვდებათ თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელო.ყველა სახელმძღვანელო იცვლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. უცხო ენის სახელმძღვანელოები აქამდეც კარგი გვქონდა, იმიტომ რომ საერთაშორისო წყაროებიდან იყო. დიდწილად იგივე დარჩება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...