მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპული სივრცე და ეროვნული ფასეულობები - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ კითხვებზე...

ევროპული სივრცე და ეროვნული ფასეულობები – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე საუბრობს

Published on

პროპაგანდა ევროპული ფასეულობების,   როგორც ეროვნული ფასეულობების საპირისპირო მოვლენის,  წინააღმდეგ საქართველოშიც მიმდინარეობს -საქართველოშიც ხანდახან გაისმის განცხადებები, თითქოს და ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. – განაცხადა   პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. 
„სუვერენიზმი, ევრაზიანიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე – ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები და ბუნებრივია, ეს კითხვები ჩვენ მიერ პასუხი გაცემული უნდა იქნას. 
ეს  გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, ყველა ღირებულებით ინსტიტუტს და მათ შორის, სასამართლოებს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ ევროპული ფასეულობებები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები ვითარდება, მათ შორის, ქართული საზოგადოებაც.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება. ამ პროცესში და იმ ცხოველ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავლაპარტიულობის, კონსენსუსი ღირებულებებთან მიმართებაში, ვინაიდან კონსტიტუციიის ირგვლივ იქმნება სახელმწიფო სისტემა“, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...