მთავარისიახლეებისაზოგადოება"მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში’’ - საიას ზუგდიდის ოფისში შეხვედრა გაიმართა

“მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში’’ – საიას ზუგდიდის ოფისში შეხვედრა გაიმართა

Published on

საიას ზუგდიდის ოფისში გაიმართა შეხვედრა: პროექტის  „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება"-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება.ორგანიზაციის იურისტებმა ემიგრანტების პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაყბრეს.,, ჩვენ ვცდილობთ ე.წ. „ტვინების გადინება“ ქვეყნიდან ტვინების ცირკულირებით შევცვალოთ და უკვე ჩამოსულმა ემიგრანტებმა შეძლონ თავიანთი უნარ-ჩვევები, განათლება და მათი რესურსი უკვე თავიანთი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ამ საკითხში სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. რამოდენიმე რეინტეგრაციის პროგრამა ემიგრანტებისთვის უკვე არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით ახალი პროექტების და პროგრამების შემუშავება უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონპროექტი ამ მიმართულებით და უნდა შემუშავდეს ისეთი ეფექტური მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების ინტეგრაციას, მათ განვითარებას და მათი ეკონომიკური ფონის გაზრდას, „- განაცხადა საიას იურისტმა მარიამ გოროზიამ.შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...