მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: სად დაიკარგა კომპანიისთვის ზაჰესის ხიდის გასაკეთებლად ავანსად ჩარიცხული...

ზაალ უდუმაშვილი: სად დაიკარგა კომპანიისთვის ზაჰესის ხიდის გასაკეთებლად ავანსად ჩარიცხული მილიონნახევარი ლარი?

Published on

ზაჰესში დაზიანებული ხიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დაათვალიერა. 
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, დაზიანებული ხიდი კიდევ ერთი სიმბოლოა იმ არაკომპეტენტურობისა და კორუფციის, რომელსაც თბილისის მერიაში აქვს ადგილი. უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერია პასუხისმგებელია იმ მილიონნახევარ ლარზე, რომელიც მერიამ შესაბამის კომპანიას ავანსად ხიდის რეაბილიტაციისთვის გადაუხადა. 
 
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ თბილისის მერიის მუშაობით და იმ ხელშეკრულებებით, რომელსაც მერია სხვადასხვა კომპანიებთან აფორმებს. 
 
„ეს ხიდი კიდევ ერთი სიმბოლოა არაკომპეტენტურობის, ნეპოტიზმის და იმ კორუფციის, რომელიც დღეს მერიაშია. მილიონნახევარი ლარი ავანსად ჩაურიცხეს კომპანიას, რომელსაც ხიდი უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს ფული დაიკარგა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ ტერიტორიაზე გვაქვს ორი უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი. ეს არის კარგი სიმბოლო თბილისის მერიის და ამ ხელისუფლების მუშაობის. სწორედ ამიტომ ვიბრძვი თბილისის მერობისთვის, რომ ყველა სამუშაო, რომელიც კეთდება, იყოს ხარისხიანი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 
ადგილობრივების ინფორმაციით, ზაჰესში ახლადგახსნილი ხიდის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ისინი თბილისის მერიას ხიდის გამაგრებითი სამუშაოების დროულ და ხარისხიან ჩატარებას სთხოვენ. 
 
ხიდის მარცხენა ფლიგელის დაზიანების გამო შეფერხებულია ავტომობილების გადაადგილება. მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...