მთავარისიახლეებიმედიცინაგაბრაზებულია თუ გადაღლილი ამირან გამყრელიძე?

გაბრაზებულია თუ გადაღლილი ამირან გამყრელიძე?

Published on

გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის გაბრაზებული საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა.

“სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები. ამიტომ, უარი უნდა ვთქვათ მათზე. თუ არადა, დალუქავენ დარბაზებს და ეს იქნება “,-განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...