მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე რეზოლუციას მიღებს, პირველად 2013 წლის შემდეგ

Published on

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე, – საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
 
ჩუგოშვილის თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა მომდევნო სესიიდან დაიწყება, შესაბამისად, შეირჩევა მომხსენებელიც, რომელიც ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტს მოამზადებს.
 
„რეზოლუციაში უნდა დაფიქსირდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების მონიტორინგის თაობაზე და შემდგომ, ამ რეზოლუციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა კომისარს ამ ტერიტორიებზე შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წლებია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია არ მიუღია. უკანასკნელად ამ თემაზე ასამბლეამ გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო. 
 
„ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს გააქტიურება და რეზოლუციის ფორმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო შესწავლა მოხდეს, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ამ ტერიტორიებზე ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თავის უფლებამოსილებას სრულად ვერ ახორციელებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სიახლეები

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...