მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია- აცხადებს...

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია- აცხადებს უკრაინის გენპროკურორის მოადგილე

Published on

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
 
ენინის თქმით, მან არ იცის, განიხილავენ თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.
 
„როგორც იცით, დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან, გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა. ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალური და ეკონომიკურ სფეროში. არ ვიცი, განიხილავენ თუ არა ექსტრადირების საკითხს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგი ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მზად ვართ, ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ“ – განაცხადა ევგენი ენინმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...