მთავარისიახლეებიმედიცინააჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

Published on

გურია ნიუსის ცნობით, აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე აიცრა. ის უხუცესი ქალია, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი დოზა დღეს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

“ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძობ და მჯერე, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ”, — განაცხადა ემინე ჯორბენაძემ აცრის მიღების შემდეგ.

ემინე ჯორბენაძე მოუწოდებს ასაკოვნებს, არ შეშინდნენ და ჩაიტარონ აცრა. ის ამბობს, რომ გადარჩენის ერთადერთი მთავარი საშუალება ვაქცინაციაა.

აღსანიშნავია, რომ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ  ანსამბლ ბერმუხას წევრებიც. მათგან ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძეა, ხოლო ყველაზე უფროსი 98 წლის მუხამედ ირემაძე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...