მთავარისიახლეებიეკონომიკაოცნებების სასაფლაო - მთავრობამ ერთი კგ ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განსაზღვრა.

ოცნებების სასაფლაო – მთავრობამ ერთი კგ ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განსაზღვრა.

Published on

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი კილოგრამი ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განისაზღვრა. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს აქამდე არნახული ფასია. გასულ წელს ყურძენი 70 თეთრი ღირდა, თუმცა მანამდე კიდევ უფრო მეტი. ინფლაციის გათვალისწინებით კი 90 თეთრი მევენახეებისთვის მისაღები არ არის.

ბაზრის ნაცვლად ყურძნის ფასს ახლა სუბსიდირების პროგრამით ახლა სახელმწიფო დააბალანსებს, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ როგორც გასულ წლებში, ახლაც ყურძენს კახელი გლეხებისგან ძირითადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია „ბოლერო“ და სახელმწიფო კომპანია „აკურა“ შეისყიდის, შესაბამისად, ყურძნის დაბალ ფასად შეძენა ისევ ოლიგარქის გარემოცვის ინტერესებში შედის.

კახეთში კარგად ახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაპირება 2012 წელს – ოლიგარქი წინა ხელისუფლებას მაშინ არსებული ფასის – 1 ლარის გამო აკრიტიკებდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, კახელ მევენახეებს კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებას ახვევდა თავს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის თავზე, გაუფასურებული ლარისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყურძნის ფასი უკვე ლარიც აღარ იქნება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...