მთავარისიახლეებიმედიცინაივლისში წამლები და ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი სხვადასხვა პროდუქტები გაძვირდა

ივლისში წამლები და ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი სხვადასხვა პროდუქტები გაძვირდა

Published on

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11,9%-ს მიაღწია, რაც ფასების დონის ზრდის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ინფლაციის არსებულ მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა, თუმცა ფასები გაზრდილია თითქმის ყველა ჯგუფში, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ პროდუქტებზეც.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წლიურად მომატებულია 11,4%-ით, რამაც ამავე თვის ინფლაცია 0,89%-ით გაზარდა. ფასები მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19,8%), საავადმყოფოების მომსახურების (5,3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3,8%) ქვეჯგუფებზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ 19 სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე აკვირდება ფასებს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ივლისში ფასების დონის წლიური ზრდა ყველა მათგანზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, ასეთია იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით გაძვირდა:

  1. თერმომეტრი — გაძვირდა 49,1%-ით;
  2. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები — გაძვირდა 30,5%-ით;
  3. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები — გაძვირდა 26,3%-ით;
  4. შპრიცი — გაძვირდა 21,2%-ით;
  5. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები — გაძვირდა 17,1%-ით;
  6. ბამბა — გაძვირდა 11,3%-ით;
  7. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები — გაძვირდა 9%-ით;
  8. წნევის საზომი აპარატი — გაძვირდა 8,9%-ით;
  9. ვიტამინები — გაძვირდა 7,5%-ით;
  10. სისხლის ანალიზი — გაძვირდა 6,8%-ით;
  11. ანტიბიოტიკები — გაძვირდა 6,6%-ით;
  12. სათვალის ლინზები — გაძვირდა 6,4%-ით;
  13. სამშობიარო მომსახურება — გაძვირდა 6,2%-ით;
  14. ქირურგიული მომსახურება — გაძვირდა 5,2%-ით;
  15. საავადმყოფოს მომსახურება — გაძვირდა 5%-ით;
  16. თერაპევტის კონსულტაცია — გაძვირდა 4,8%-ით;
  17. ექოსკანირება — გაძვირდა 3,9%-ით;
  18. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) — გაძვირდა 2%-ით;
  19. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) — გაძვირდა 0,3%-ით;

2 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მისივე შეფასებით, მიუღებელია. ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...