მთავარისიახლეებიკულტურა,,ხელოვნების მუზეუმის აღდგენა- განახლებამდე ექსპონატები დროებით საცავებში განთავსდება" -  თეა წულუკიანი

,,ხელოვნების მუზეუმის აღდგენა- განახლებამდე ექსპონატები დროებით საცავებში განთავსდება” –  თეა წულუკიანი

Published on

კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემეირის თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში განთავსებული ექსპონატების შესანახად ორ ახლომდებარე სივრცეს განიხილავენ. მისი თქმით, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციას 5 აგვისტომდე გააცნობენ.

“მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული”, – თქვა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს.

შენობაში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრო ამბობს, რომ შეობას არ დაანგრევენ. ამ თემაზე 5 აგვისტოს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი:

  • შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია –
  • “ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს”

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...