საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნიკა მელია საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.„სიმბოლურად შევიკრიბეთ აქ, რადგან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება ბრძოლაში შესვლის შესახებ, რომ გადარჩეს დედაქალაქი. ერთად დავიწყოთ მოძრაობა ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, ჩვენ გვინდა თბილისი დაპირიპირებისა და სიძულვილის გარეშე. ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს უიმედობას. ჩვენ ახალი შემართებით კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას. ბრძოლა დაიწყება თბილისიდან. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენი მხარდაჭერით და თქვენთვის. დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე “, – განაცხადა მელიამ. ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მოდის პოლიტიკაში, რომ მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის.
სიახლეები
საზოგადოება
აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა
რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...
საზოგადოება
სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს
სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...
საზოგადოება
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...
საზოგადოება
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...