მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველი: სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების...

სახალხო დამცველი: სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა

Published on

მთავარი გამოწვევა სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა – ზოგადად, ის, რომ ეფექტური გამოძიება არ ხდება ფაქტების, ეს შეიძლება ითქვას, რომ კვლავ ტენდენციაა, ამიტომაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აუცილებლობას ჩვენ კიდევ ერთხელ ვაყენებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რითაც პენიტენციურ სისტემაში არსებული ხარვეზები შეაფასა.
 
„ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასჯელაღსრულების სისტემაში არის ის, რომ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები არის საკმაოდ მწირი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასათანადო მოპყრობა კვლავ რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
 
სახალო დამცველმა მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მიმოიხილავს დახურული ტიპის, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, შშმ პირთა პანსიონატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. 
 
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისთვის აუცილებელია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმა.
 
 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...