მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამიშვილის გამზირზე ოთხ ახალგაზრდაზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი გახსნილია

გურამიშვილის გამზირზე ოთხ ახალგაზრდაზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი გახსნილია

Published on

გურამიშვილის გამზირზე ოთხ ახალგაზრდაზე შეიარაღებული თავდასხმის  ფაქტი გახსნილია.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია  და მიმდინარებს მუშაობა მათ დასაკავებლად.
 
დაშავებული ახალგაზრდები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.  ექიმების თქმით,  ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი ჭრილობა აქვს ცივი იარაღით მიყენებული ყელის არესა და ზურგში. მას გუშინვე ჩაუტარეს გადაუდებელი ოპერაცია, ორი   შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა მათაც ოპერაცია დასჭირდა,  ერთს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება. 
 
გურამიშვილის გამზირზე, ”აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან” გუშინ ოთხი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით ახალგაზრდები უნივერსიტეტში მიმდინარე სპორტული ღონისძიებიდან გამოდიოდნენ, როცა  მათ 2 თავდასხმელი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრა. მათივე თქმით, დაჭრილთაგან 2 სპორტსმენია, 2 კი გულშემატკივარი. 
 
ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. თუმცა, სასწავლებლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი დაცვის სამსახურს იარაღი არ აქვს.
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....