მთავარისიახლეებისამართალიშიმშილობის მე-6 დღე. ირაკლი ჩხვირკვიას დღეს ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს

შიმშილობის მე-6 დღე. ირაკლი ჩხვირკვიას დღეს ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს

Published on

ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკვიას დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად, 6 დღეა შიმშილობს. ბრალდებული ციხეში შექმნილ პირობებსაც აპროტესტებს და ქუთაისიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
 
"ეს ადამიანი 5-ის ნახევარზე ჩავიდა ბათუმში და მანამდე არანაირი ზარი არავისთან განხორციელებული არ აქვს, შესაბამისად, ვერაფრის ორგანიზატორი ეს ადამიანი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, მისი პირობები ქუთაისის ციხეში არის არადამაკმაყოფილებელი და დარწმუნებული ვარ, პირადი შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველს უფრო დეტალურად მოახსენებს, რა ზეწოლა ხორციელდება მასზე," – აცხადებს ადვოკატი, გიორგი ონიანი. 
 
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პატიმარი მისივე მოთხოვნით რამდენიმე დღეა სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობაა. უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებულმა გუშინ საკვებიც აიღო.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...