მთავარისიახლეებისამართალიირაკლი ჩხვირკია, რომელიც ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მესამე დღეა შიმშილობს

ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მესამე დღეა შიმშილობს

Published on

11-12 მარტს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ენმ-ს აქტივისტმა ირაკლი ჩხვირკიამ ქუთაისის ციხეში შიმშილობა დაიწყო და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. 
 ირაკლი ჩხვირკია აპროტესტებს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით იგი პატიმრობაში დატოვეს.  
ირაკლი ჩხვირკია  მესამე დღეა შიმშილობს.
 
მისი თანამებრძოლები და მხარდამჭერები საუბრობენ სასამართლოს მიკერძოებულობაზე და ხელისუფლების დაკვეთაზე ამ გზით მოახდინონ ირაკლი ჩხვირკიას იზოლაცია ოლიგარქიული რეჟიმისადმი წინააღმდეგობის მოძრაობისგან. 

ისინი ამბობენ, რომ სასამართლოს სხდომაზე დარბაზი წინასწარ იყო დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. მოსამართლემ განხილვის დროს ირაკლი ჩხვირკიას დედა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 
ირაკლი ჩხვირკიას სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. ირაკლი ჩხვირკია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალსაც არ აღიარებს. 

 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...