მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 80%-ით შემცირდა

აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 80%-ით შემცირდა

Published on

„აფხაზეთში წელს ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა,  ოფიციალური მონაცემებით,  ტურისტების რიცხვი 2016 წელთან შედარებით  80%-ით  შემცირდა  – ეს ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, რაც  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, რამდენადაც ტურიზმი ფინანსების მოზიდვის და მოსახლეობის შემოსავლების ერთერთი მთავარი წყაროა. 
 
ხელისუფლება ლაპარაკობს სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს,  რამ გამოიწვია მიმდინარე წლის სეზონზე ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ჯგუფს ასევე მოუწევს არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე მუშაობა. შესაბამისი გადაწყვეტილება სოხუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც სააგენტო „აფხაზია-ინფორმის“ ცნობით, ტურიზმთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
 
ტურისტული სააგენტო „აფსუა-ტურის“ დირექტორი ელიზავეტა მალანიას მოყავს ციტატა ,  რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებიდან, რომლის თანახმად,  წელს აფხაზეთში ტურები რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 0,95%-ს აინტერესებს. აფხაზეთი პოპულარობით მე-14 ადგილზეა (შედარებისთვის – 2016 წელს ტურები აფხაზეთში რუსების 2,06%-ს აინტერესებდა და ის პოპულარობით მე-11 ადგილს იკავებდა). აბსოლუტურ ციფრებში ტურისტების რაოდენობა აფხაზეთში წლიურ გამოხატულებაში 1,7-ჯერ შემცირდა (ინფორმაცია ეყრდნობა საპაკეტო ტურების დაჯავშნის სერვისის მონაცემებს).
 
,,გასულ წელს, მაისის დღესასწაულებზე ჩვენ მოვაწყვეთ ტურები, რომელიც მოიცავდა საცხოვრებელს, საკვებს და ექსკურსიებსაც, წელს ასეთ ტურებზე მოთხოვნა საერთოდ არ ყოფილა. შეინიშნება არამარტო საგზურების გაყიდვის მკვეთრი შემცირება, არამედ ექსკურსიებზეც“, – აცხადებს იგი. 
 

 ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე ავტომობილების ნაკადის ნაკლებობაზე საუბრობს  Livejournal. ,, აფხაზეთისთვის ზაფხულის სეზონში ასეთი სურათი იშვიათობაა –  წერს გამოცემა, – მაგრამ შექმნილი ვითარება სრულიად კანონზომიერია, რადგან ჯერ კიდევ ზამთრის სეზონში, აფხაზეთში სასტუმროებსა და ოჯახური ტიპის სასტუმროებზე ფასები 20%-ით გაზარდეს.
 
„რუსი ტურისტი, რომელიც დასვენებაზე ფიქრს ზამთრის სეზონიდან ფიქრობს, ალტერნატივის სახით განიხილავდა ყირიმის, კრასნოდარის მხარეს, თურქეთს, ბულგარეთს და აფხაზეთს. თუმცა, დაწესებულმა ფასებმა რუსი ტურისტები აიძულა, სხვა მიმართულება აერჩიათ, რადგან ფასები შემოთავაზებულ სერვისს არ შეესაბამება. თავად, წყაროები აფხაზეთიდანაც ადასტურებენ, რომ ივნისის პირველი კვირები ჩავარდნილია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფასები დაწეულია. რუსმა ტურისტებმა არდადაგები ზამთარში დაგეგმეს, სასტუმროები დაჯავშნეს და ბილეთებიც შეიძიენეს“,-აღნიშნავს სტატიის ავტორი.
 
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით აფხაზი ოტელიერები საჩქაროდ ამცირებენ ფასებს და სპეცწინადადებებს სთავაზობენ იმ იმედით, რომ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ამ მიმართულებაზე მოთხოვნას დააბრუნებენ,  საუბარია იმაზეც, რომ ბევრმა   საცხოვრებელი ფართების ღირებულება ისევ 20%-ით შემცირა, მაგრამ აფხაზეთში ბინის დაქირავების მსურველ დამსცვენებელთა რაოდენობა არ გაზრდილა .

 
სასტუმროების მფლობელებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დიდ სირთულეს აწყდებიან დასაქმებულებისთვის სამუშაო „ვიზების“ გაფორმებისას. მათი ცნობით, მხოლოდ ერთი ადამიანის ხარჯები ამ მხრივ ნახევარ წელიწადში 22 500 რუბლია. სამსახურში „არალეგალის“ დასაქმებაზე კი ჯარიმის სახით 90 ათასი რუბლის გადახდა უწევთ.
 
თავისი გააქვს გაუЕავებელ წვიმიანობას და ხელისუფლების სრულ მოუმზადებლობას ამინდის ,,სიურპრიზებისათვის.''  სანიაღვრე არხების არქონისა თუ გაუმართაობის  პირობებში ბინძური წყლით დატბორილ ქალაქებში ტურისტებს აღარც კულტურული ძეგლებისა და ღირსშესანისანაობების დათვალიერება იზიდავთ.  
 
 
 
 
 

სიახლეები

გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება – ადვოკატი

"გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება" - ამის შესახებ საკანში ნაცემი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატებმა...

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება – ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...