მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა“- მიხეილ...

„რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა“- მიხეილ საკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი2-თან მიცემულ ინტერვიუში იმ პროცესებზე ისაუბრა, რაც მის მიმართ უკრაინასა და საქართველოში ხდება.„რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინე. მერე პირდაპირ მითხრეს, თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით, ისევე გაგიშვებთო. არავის არ ვაპირებ დავუთმო და მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობამ სადამდე მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა, ყველამ დავინახეთ. საქართველო განადგურების პირას არის. უკრაინაში და პარალელურად საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ და გარიგებებს არც არასდროს არ ვაპირებდი. ეს არის და ეს. ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო ედუარდ შევარდნაძეს გავს. „ასე რომ, ზუსტად ვიცი, ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით მქონდა ურთიერთობა ბოლო წლებში, ზუსტად ვიცი, ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი. ამიტომ ამ ორი გამოცდილებით გამდიდრებული და იმ პირობებში, როდესაც ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს, მაქვს საბრძოლო განწყობა, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ და ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელახალ გათავისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 

სიახლეები

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...