მთავარისიახლეებიმედიცინაამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პორტალზე Pfizer-ის დოზები დაემატება

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პორტალზე Pfizer-ის დოზები დაემატება

Published on

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პორტალზე Pfizer-ის დოზები ერთი კვირის განმავლობაში დაემატება.

“ფაიზერის დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“, – უთხრა გამყრელიძემ ინტერპრესნიუსს.

28 ივლისის დილის მონაცემებით, booking.moh.gov.ge-ზე ფაიზერის ვაქცინის 629 დოზაა გამოტანილი – მხოლოდ ოზურგეთსა და დედოფლისყაროში.

ამერიკის ნაჩუქარი 250 000 ადამიანის სამყოფი ფაიზერიდან დაახლოებით 150 000 დოზა პირველივე დღეებში დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში კიდევ 100 000 დოზა აქვს.

გარდა ამისა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, კომპანიისგან ნაყიდი მილიონი დოზა ფაიზერიც თვენახევრის მანძილზე, ყოველ შაბათ-კვირას, ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს.

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3.8%-ია ორჯერადად აცრილი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...