მთავარისიახლეებიპოლიტიკასაზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთის" წარმომადგენლები მათ მიერ შემუშავებული ათპუნქტიანი რეზოლუციის შესრულებას 15 ივლისამდე...

საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთის” წარმომადგენლები მათ მიერ შემუშავებული ათპუნქტიანი რეზოლუციის შესრულებას 15 ივლისამდე ითხოვენ.

Published on

საზოგადოებრივი დარბაზი "აფხაზეთის" წარმომადგენლები მათ მიერ შემუშავებული ათპუნქტიანი რეზოლუციის შესრულებას 15 ივლისამდე ითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის, დემურ სოტკილავას განცხადებით, მათ მიმართეს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილთა საერთო კრებაზე გაჟღერებულ ძირითად პუნქტობრივ მოთხოვნებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს მიაჩნიათ, რომ რეზოლუციის დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნები მინიმალურია და ხელისუფლებას ხელეწიფება მათი გადაწყვეტა. მათივე განცხადებით, ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და დღემდე გადაუჭრელია.იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საზოგადოებრივი დარბაზის მოთხოვნებს 15 ივლისამდე არ შეასრულებს, "აფხაზეთის" თავმჯდომარის, დემურ სოტკილავას განცხადებით, დევნილები პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...