მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის უკანონო გაძევებისთვის პასუხისგებელ პირებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება - ...

სააკაშვილის უკანონო გაძევებისთვის პასუხისგებელ პირებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება – გაკვეთილი ივანიშვილისათვის

Published on

 

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს ასამართლებენ.

საქმე ეხება 2018 წლის თებერვალში მიხიელ სააკაშვილის უკანონო გატაცების, წამებისა და ქვეყნიდან უკანონო დეპორტაციის საქმეს.

დაკავებულებს უკვე ჩამორთმეული აქვთ სამხედრო გენერლისა და პოლკოვნიკის წოდებები და ახლა მათ მრავალწლიანი აპტიმრობა ემუქრებათ. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, ბრალდებულები დროის გაწელვას ცდილობენ და იმედი აქვთ, რომ პროცესის დასრულებამდე უკრაინის ხელისუფლება შეიცვლება.

,, თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც – ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის. – წერს მიხეილ სააკაშვილი

– ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში!

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა და ახლა მიმდინარეობს პროცესი იმ სისხლის სამართლის საქმის გამყალბებლების პასუხისმგებლობაში მიცემის მიმართულებით და ესეც ნათლად ადასტურებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და სამართალი ბოლოს მაინც პურს ჭამს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...

ზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და...

თურქი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი...