მთავარისიახლეებისაზოგადოებაზდუ-ს შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ

ზდუ-ს შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას ითხოვენ [ფოტო]

Published on

განსახლება და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება – ეს ის მოთხოვნებია, რომელიც ზუგდიდში, ე.წ ფაიფურის დასახლებაში, ზდუ-ს ყოფილ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ. დაახლოებით 30 დევნილი ოჯახი აქ წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ დღეების გადაუღებელმა წვიმებმა მათ საცხოვრებელ ოთახებს პრობლემები შეუქმნა, რადგან უვარგისი სახურავი წყალს ატარებს. შედეგად ზიანდება კედლები, იატაკი და საყოფაცხოვრებო ნივთები. დევნილები ამბობენ, რომ მძიმე და გაუსაძლისი ვითარების გამო რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა.

"ვესაუბრეთ დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას, გვითხრა, რომ შეგვხვდებოდა, თუმცა ნახევარ საათში გვითხრა რომ ვერ იცლიდა, რადგან თბილისში გაემგზავრა. კორპუსში წყალიც არ გვაქვს, რადგან 200 ლარია გადასახდელი და გამოგვირთეს. არც ელექტროენერგია გვაქვს. სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა სადენები დააზიანა, რის გამოც შუქი ითიშება. ამასთან, ერთ-ერთ აქაურ მაცხოვრებელს დენმა დაარტყა და საწყალი ძლივს გადარჩა. აქ ჩვენ არ გვაქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები" – განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ეკა ჯიჯავამ.

ზუგდიდის დევნილთა სამმართველოში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. უწყების ხელმძღვანელმი მანუჩარ ჩილაჩავა ჟურნალისტების ზარს არ პასუხობს. მედიის წარმომადგენლებს ის არც ოფისში შეხვედრია. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...