მთავარისიახლეებიპოლიტიკა19 აპრილის შეთანხმება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

19 აპრილის შეთანხმება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.

ამის შესახებ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერეციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან ანუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული, განსაზღვრული წინსვლა პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...