მთავარისიახლეებისაზოგადოებანანა ალექსანდრია: ლექსო ლაშქარავასა და ქართველ დუგინებზე

ნანა ალექსანდრია: ლექსო ლაშქარავასა და ქართველ დუგინებზე

Published on

ნანა ალექსანდრია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და ქართველი დუგინების ქმედებას ეხმაურება: იმ მწუხრის დღეს, როცა საოცარი ხიბლის, ლამაზი, ახალგაზრდა ქართველი, ნამდვილი პროფესიონალი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ინტერვიუ მთხოვეს. პირდაპირი ეთერი მიჭირს, მაგრამ იმ დღეს უარს ვერ ვიტყოდი.

ინტერვიუს შემდეგ უკმარისობის განცდა მქონდა, რომ ის ემოცია, რაც მე მტკიოდა, ვერ გავაჟღერე, ვერ ვიღრიალე!

როგორი ემოციურია – ეს რომ შენი შვილი იყოს! და ერთი პასუხი – ვიღრიალებდიო!

მივხვდი, რომ ოპოზიციური განწყობით ყველა ტკივილი უფრო ნათლად ჩანს და შემრცხვა.

გამახსენდა 2008 წელი, რუსეთთან ომის დროს პეკინში ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სახლის დიასახლისი. და როცა ქართულ მიწაზე რუსული ტანკების პარადის ფონზე, ჩვენმა ფალავანმა, რევაზ მინდორაშვილმა გატეხილი ნეკნით გააგორა და ბეჭებზე გააკრა თანამედროვე სამყაროს ერთი ყველაზე დიდი საშინელების, პუტინის ფავორიტი, მე ვბღაოდი. ჩვენი გამარჯვებული ფალავანი ქართულ დროშას აფრიალებდა, მონიტორზე კი Georgia – Russia და Georgia-ს გასწვრივ გამარჯვებულის ქულები. ამ ტკივილიანი სიხარულის დროს ჩახუტებული ქართული დროშით ვბღაოდი. ბღავილი უშნო სიტყვაა, მაგრამ ძლიერი ემოციური დატვირთვის გამოვლენა. ბღავილი ზუსტი განსაზღვრებაა იმისა, რაც მაშინ დამემართა, როგორც მითხრეს, რუსეთთან ომის იმ დღეებში ამ ფრაგმენტს ქართული ტელევიზია ხშირად აჩვენებდა.

5 ივლისის სისხლიან, ტრაგიკულ მოვლენებს რომ ვუყურებდი, გამეხებული ველური ბრბო როგორ დასდევდა ჟურნალისტებს, როგორ უმოწყალოდ სცემდა და სასიკვდილოდ იმეტებდა, როგორ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც არ მოსწონდათ, როგორ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს – შემეცოდა ჩემი ქვეყანა. ამდენი ტკივილის, ამდენი უბედურების შემდეგ, ჩემი სამშობლო ღარიბაშვილისა და მისი სიძულვილით სავსე ლაშქარის ხელში რომ აღმოჩნდა.

​აუცილებლად მინდა ვახსენო ვასაძე და ფალავანდიშვილი. თქვენი დაგეშილი ბრბო, ასეთი სიძულვილით რომ თარეშობდა თქვენს მშობლიურ ქალაქში, ნუთუ სულ არ გაწუხებთ. თბილისში რუსული სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რად გიღირთ? ორივეს ოჯახი ჩემთვის ნაცნობია. ამიტომ, კიდევ უფრო წარმოუდგენელია. რად უღირთ?

ქართველ დუგინებს და ქართველ გავრილოვებს ნიკო გომელაურის სიტყვები მოუხდებოდათ:

“ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის, არ გაუგდია!”

კიდევ ერთი ფრაგმენტი ნიკო გომელაურის, დღევანდელ დღეს რომ მოუხდებოდა:

“შენ გგონია, გულით მინდა გავაკეთო შამათი?

შენთვის ვამბობ, თავს იტყუებ – არ სჭირდება კამათი.

მე კი გავძლებ, ხომ გავძელი არაერთი შაბათი”.

ჩვენ კი გავძლებთ, ხომ გავძელით არაერთი შაბათი.” -წერს სახელოვანი სპორტსმენი

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...