მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი: "თქვენი მეზობელი არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული"

კელი: “თქვენი მეზობელი არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული”

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ამის შესახებ მან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 
 
"ზეწოლა ძალიან ძლიერია. თქვენ გყავთ მეზობელი რომელიც შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრს ლაპარაკობს სუვერენიტეტის დაცვაზე და პატივისცემაზე, მაგრამ არაფერს იცავს, ის არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული, არ თვლის, რომ უნდა იყოთ დამოუკიდებელი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ შეიცვალოს მდგომარეობა, არ შეხვიდეთ ნატოში",- განაცხადა კელიმ.
 
მისივე თქმით, ამერკის შეერთებული შტატები საქართველოს პროგრესს ხედავს. 
 
"ამიტომაც ჩვენ აი ამ უზარმაზარ ინვესტიციას ვახორციელებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, გაგაძლიეროთ და ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებას. ახლა ის მომენტი გვაქვს, რომ უნდა გადავხედოთ წარსულს და ჩვენ მართლა ვხედავთ, ძალიან ბევრს მიაღწიეთ… ახლა საქართველოს დაუდგა ის დრო, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებიდან გადავიდეს ნამდვილად დამოუკიდებელი მმართველობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე. 
 
აუციელებლია პარლამენტმა იკისროს თავის თავზე საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სასამართლო სისტემასთან, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმისათვის, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც აბსულუტურად არ არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი. იცით თქვენ, მე რასაც ვგულისხმობ.სამივე შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თანასწორი.
 
ჩვენ კარგად გვესმის რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რასაც მიაღწიეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ველით, რომ კიდევ წინ წახვალთ",- განაცხადა იან კელიმ. 
 
საქართველოს პარლამენტი დღეს მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილე მისასალმებელი სიტყვით, პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. 

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...