მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კომპეტენციას კონსტიტუციურ სამართალში ორიანზე აფასებს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კომპეტენციას კონსტიტუციურ სამართალში ორიანზე აფასებს

Published on

პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე პირის მიერ კონსტიტუციურ სამართალზე „საჯარო ლექციების კითხვა“ შემაშფოთებელია. – განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ”რუსთავი2”-ის ეთერში  – პრეზიდენტმა სამი თვის წინ დაიწყო საჯარო ლექციების კითხვა კონსტიტუციურ სამართალში, უშვებდა ელემენტარულ შეცდომებს, რისთვისაც მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტებს არ უწერენ ნიშნებს''.
 
,,  გასაგებია, მას აქვს სუბიექტური პოლიტიკური მიზანი, მაგრამ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი რომ იწყებს ლექციების კითხვას კონსტიტუციურ სამართალში, აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით ან რა კვალიფიკაცია გაქვს ამ კუთხით, ან რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? ! თქვენ გახსოვთ, პრეზიდენტმა სამი თვის წინ დაიწყო საჯარო ლექციების კითხვა, კონსტიტუციურ სამართალში უშვებდა ელემენტარულ შეცდომებს, რისთვისაც მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტებს არ უწერენ ნიშნებს. ეს არის რეალობა. არ ვიცი, რამდენად ღირს ამაზე სერიოზულად საუბარი. ამას რომ აკეთებდეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი, ეს რა თქმა უნდა, არის სხვანაირად შემაშფოთებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
მცირე ხნით ადრე კობახიძემ მედიასთან ასევე შეურაცხმყოფელი ფორმით შეაფასა პრეზიდენტის განცხადება კონსტიტუციის ცვლილების შესახებ და მისი  გადაწყვეტილება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ მოწვევასთან დაკავშირებით.
 
,,პრეზიდენტმა დაიწყო და ამთავრებს დესტრუქციით – , მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიისა და პარლამენტის წინააღმდეგ და  ამთავრებს დესტრუქციით. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით დასანანია დესტრუქცია", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარით უპასუხა და დეპუტატებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კონსტიტუციური ცვლილებების უკეთესი ვერსიის შექმნა შესთავაზა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....