მთავარისიახლეებიკონფლიქტებისროლა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში

სროლა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში

Published on

დღეს დილით, დაახლოებით   10:00 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში სროლა ატყდა.
 
როგორც „Абхазия-Информ“-ი იუწყება, სროლა 1992-1993 წლის აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის ბადრი აგრბას კაბინეტში მოხდა“.  სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.  კაბინეტში ნაპოვნია სამი მასრა, ამდენად შემთხვევითობა გამორიცხულია.  
 
საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, აგრბას  სახელობითი პისტოლეტიდან როლანდ ჯოპუამ ესროლა , ომის ვეტრანმა,  აფხაზეთის ომის გმირმა, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობს.
 
დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტროს  სოხუმის  განყოფილებაში აცხადებენ, რომ როლანდ ჯოპუა ნასვამი იყო.  რამე სხვა ინფორმაცია ჯოპუას მიერ ჩადენილი დანასაულის მოტივის შესახებ არ ხმაურდება. 
 
 აფხაზური სოციალური ქსელებში გამოითქმის  ვარაუდი, რომ სროლა შეიძლება უკავშირდებოდეს ფონდის საქმიანობას და ვეტერანების მზარდ უკმაყოფილებას მათდამი ხელისუფლების არასათანადო ყურადღების გამო. ,,ნასვამობაზე მინიშნება სხვა არაფერია, თუ არა ამ პრობლემის მიჩქმალვის, ყოფით ინცინდენტამდე დაყვანისა და საქმის ჩაფარცხვის მცდელობა ''-   წერენ სოციალურ ქსელებში. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...