მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ლაფერაშვილი რუსთავი 2-დან იმედში გადადის?!

გიორგი ლაფერაშვილი რუსთავი 2-დან იმედში გადადის?!

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი შესაძლოა სამუშაოდ კონკურენტ არხზე – ტელეკომპანია „იმედზე“ გადავიდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ქართულ ონლაინ მედიაში გუშინ გავრცელდა. გამოცემების თანახმად, რუსთავი 2-ის მენეჯმენტმა მას საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ არხის პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერობა შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. გარვცელებული ინფორმაციით, ლაფერაშვილი „იმედზე“ საქმიანობას სულ მალე გააგრძელებს. 
 
თავად გიორგი ლაფერაშვილი აღნიშნულს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ონლაინგამოცემა ამბები.გე-ს ინფორმაციით, მან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
 
ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება ტელეკომპანია იმედში. არხის პროგრამების დირექტორს მაია ჩუგოშვილს ლაფერაშვილის შესაძლო გადმოსვლაზე ინფორმაცია არ აქვს.
 
ინფორმაცია იმის შსახებ, რომ გიორგი ლაფერაშვილი რუსთავი 2-დან იმედში აპირებს გადმოსვლას რამდენიმე კვირის წინათაც გავრცელდა. მას შემდეგ, რაც მისი თანამდებობა სამაუწყებლო კომპანიაში ნოდარ მელაძემ ჩაიბარა, ლაფერაშვილმა არხის რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად  წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ჟურნალისტი ნატა მახვილაძეა, რომელმაც მუშაობა უკვე იმედში დაიწყო და არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ქრონიკის პოლიტიკური ბლოკის რეპორტიორია. 
 
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლაფერაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია იმედში რეპორტიორად მუშაობდა. 
 

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...