მთავარისიახლეებიმსოფლიოოტო უორმბირი, სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში პროპაგანდისტული პლაკატის ჩამოხსნას შეეწირა

ოტო უორმბირი, სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში პროპაგანდისტული პლაკატის ჩამოხსნას შეეწირა

Published on

 23 წლის სტუდენტი ოტო უორმბირი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 15 -თვიანი პატიმრობის შემდეგ, 13 ივნისს სამშობლოში –  აშშ-ში დაბრუნდა, გარდაიცვალა. მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლებული ფხენიანის ტყვე  შტატებში უმძიმეს,  კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. აქ,  ცინცინატის საავადმყოფოში ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს ტვინის უჯრედების კვდომის დიაგნოზი დაუსვეს. 
 
 ამერიკელი სტუდენტის, ოტო უორმბირის გარდაცვალების ფაქტს აშშ-ის პრეზდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ მის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ეკისრება.
 
„მინდოდა მეთქვა, რომ ახლახან გარდაიცვალა ოტო უორმბირი. მან წელიწადნახევარი ჩრდილოეთ კორეაში დაჰყო. ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც დავაბრუნეთ სამშობლოში. მიუხედავად იმისა, რომ ოტტო კომაში იყო, მშობლები მაინც კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ შვილის დაბრუნებით. სამწუხაროა, რომ ის ჩვენს შორის აღარ არის, ვუსამძიმრებ მის ოჯახს,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 

ოტო უორმბირი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. იგი  ჩრდილო კორეის დედაქალაქ ფხენიანში 2015 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა. 1-ელ იანვარს მან სასტუმროს კედლიდან,  პროპაგანდისტული პლაკატი ჩამოხსნა, რაც ვიდეო-კამერებმა დააფიქსირეს. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი  ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრულ ქმედებაში დაედანაშაულებინათ. ამერიკელი სტუდენტი რანმდენიმე დღეში  დააკავეს ფხენიანის აეროპორტში, საიდანაც სამშობლოში ბრუნდებოდა   და  15-წლიანი მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს.
 
აშშ-ის ხელისუფლება ამერიკელი სტუდენტის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას აკისრებს.
ჩრდილოეთ კორეის მხარე კი აცხადებს, რომ პატიმარი ბოტულიზმით იყო დაავადებული და კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება დაიწყო. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...